სტრაიკერის შესახებ
კომპანია Stricker – სტრაიკერი, 1944 წელს დაარსდა ევროპაში, რომელიც დღეს წამყვანი სარეკლამო ბრენიდრებადი ნივთების კონცეფციისა და პროდუქციის მწარმოებელი კომპანიაა მთელ მსოფლიოში. კომპანია 3 კონტინეტზე მუშაობს და ემსახურება 100-ზე მეტ ქვეყანას, ჰყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი და ოფისები წარმოდგენილია ლისაბონში, მადრიდში, ბარსელონაში, ბრნოში, პრაღასა და სან პაულოში; საწარმოო ოფისებით შანხაიში, ნინგბოსა და შენჟენში. ჰიდეა – Hiidea კი სტრაიკერის ბრენდია. შპს ბიეჩსი 2017 წლიდან ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს სტრაიკერთან და შესაბამისად გთავაზობთ ოფიციალურ კატალოგს საქართველოს ბაზრისთვის:
კატალოგი: georgia.hideagifts.com
ზოგადი პირობები
- ჩვენი მიზანია რაც შეიძლება კომფორტულად შეიძინოთ, დაბრენდოთ და მიიღოთ “ჰიდეას” სარეკლამო პროდუქცია თქვენი კომპანიისთვის.
- ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეუძლია დამოუკიდებლად იხილოს ყველა პროდუქტი ჩვენ საიტზე; რაც გულისხმობს: პროდუქტის ტექნიკურ დეტალებს, ხელმისაწვდომი მარაგების რაოდენობას (მარაგის არარსებობის შემთხვევაში შევსების სავარაუდო თარიღს) და რაც მთავარია – ფასს.
- ფასი მოცემულია აშშ დოლარში და არ შეიცავს დღგ-ს.
- შეკვეთის მინამალური რაოდენობა ნებისმიერ პროდუქტზე არის – 1 ცალი.
- ჩვენ არ ვზღუდავთ მომხმარებელს შეკვეთის რაოდენობით და შეკვეთის ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევაში მომხარებელი სარგებლობს საბითუმო ფიქსირებული ფასით. ფასი მოიცავს მხოლოდ პროდუქციის ფასს და არ გულისხმობს ბრენდირება/ბეჭდვას.
- ნებისმიერ შეკვეთას ერთჯერადად ემატება 35 აშშ დოლარი, ექსპორტის ხარჯი (ევროპიდან საქართველოში). ანუ, არ აქვს მნიშვნელობა 1 ცალს უკვეთავთ თუ 1000-ს, შეკვეთას ერთჯერადად ემატება ექსპორტის გადასახადი. აღნიშნული გადასახადი ემატება ცალკეულ შეკვეთას და არა პროდუქტს. მაგალითად თუ მომხარებელს სურს შეუკვეთოს 5 სხვადასხვა სახეობის პროდუქტი, ექპორტის გადასახადი ემატება ერთჯერადად და არა თითოეულ პროდუქტზე.
- მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პროდუქტი ბრენდირებით ან ბეჭდვის გარეშე.
მიწოდების ვადა და ფასი
- სტანდარტული – ეკონომ ტრანსპორტირებით პროდუქციის მიწოდება არის უფასო და სჭიდება 2-3 კვირა. ანუ, ასეთ შემთხვევაში მომხარებელი იხდის მხოლოდ პროდუქციის ფასს + დღგ + ექსპორტის გადასახადს.
- დაჩქარებული – ექსპრეს ტრანსპორტირება. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია პროდუქციის ექსპრეს პირობით მიწოდებაც რომლის სატრანზიტო ვადა არის 5-7 დღე. ამ შემთხვევაში მომხმარებელი იხდის ექსპრეს ტრანსპორტირების ხარჯს, რომელიც ინდივიდუალურად ითვლება ტვირთის ზომა/წონიდან გამომდინარე. მცირე ტვირთების შემთხვევაში ექსპრეს ხარჯი არის სულ რაღაც 10-15 დოლარის ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში მომხარებელი იხდის – პროდუქციის ფასს + ექსპრეს ტრანსპორტირების ხარჯი (რომელსაც ჩვენი ოფისი დაგითვლით ინდივიდუალურად) + დღგ + ექსპორტის გადასახადი.
- გადახდა ხდება აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში.
- პროდუქციის ბეჭდვის/ბრენდირების ფასი არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია შეკვეთის რაოდენობაზე და საბეჭდი გამოსახულების ზომაზე. აღნიშნული ხარჯი ითვლება ინდივიდუალურად.
შეკვეთის კალკულაციის მაგალითი
მაგალითად, თუ გსურთ ხის ეკო კალმის შეკვეთა კოდით: 81013, რაოდენობა 300 ცალი, ბეჭდვა 1 პოზიციაზე ფერადად ან გრავირება:
დაგვიკავშირდით
- სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 18:00.
- ელ. ფოსტა: sales@brandhand.ge
- მობილური: 598 088 077
- ვებ გვერდი: www.hiidea.ge
- შპს სახელი: შპს ბიეიჩსი
- შპს კოდი: 404650383
- ანგ. ნომერი საქართველოს ბანკში: GE39BG0000000549893593